en
ge

„53-ე ბატალიონის ბაშვები, ხელვაჩაური“

აჭარა. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ ფილმი - „53-ე ბატალიონის ბაშვები, ხელვაჩაური" - გამოაქვეყნა. „ბათუმიდან მანქანით 10 წუთის სავალზე, ხელვაჩაურის „53-ე ბატალიონის" დასახლება მდებარეობს. იქაური მაცხოვრებლები დასახლებას „ოცნების ქალაქს" ეძახიან. ამ დასახლებაში 900-მდე ოჯახია დაბინავებული. აქ მცხოვრებ ოჯახებს, მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად უკიდურესად მძიმე გარემოში, უწყლოდ და უშუქოდ უწევთ ყოფნა. მიმდებარე ტერიტორიაზე არ არის საბავშვო ბაღი, რის გამოც ბავშვები ვერ იღებენ სკოლამდე აღზრდისთვის საჭირო განათლებას. სკოლა რამდენიმე კილომეტრითაა დაშორებული და ბევრ ბავშვს შესაძლებლობა არ აქვს ტრანსპორტით ისარგებლოს, სკოლამდე რომ მივიდეს. დასახლებულ ტერიტორიაზე ათამდე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვი ცხოვრობს, შესაფერისი ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო, ზოგიერთი მათგანი საერთოდ არ გამოდის სახლიდან", ნათქვამია ფილმის აღწერაში.
ფილმი 
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023