კახეთი. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ნარჩენების ინტეგრირებული მართვის კონცეფციის შესახებ შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძო სექტორის წარმომადგენლები.
ინიციატივა ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში ხელს შეუწყობს შესაბამის ცენტრალურ და ადგილობრივ მთავრობებს, ადგილობრივ ბიზნესს, თემებსა და მუნიციპალიტეტებს ნარჩენების მართვის ინტეგრირებული სისტემის შემუშავებაში.
კახა სუხიტაშვილი, CENN-ის წარმომადგენელი: ,,მრგვალი მაგიდა ჩატარდა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის - რეგიონებში ნარჩენების მართვის ტექნოლოგიების ფარგლებში. პროექტი დაეხმარება საქართველოს მთავრობას ნარჩენების მართვის სისტემის ჩამოყალიბებაში. შერჩეულ მუნიციპალიტეტებში განხორციელდება პილოტური ღონისძიებები ნარჩენების მავნე ზემოქმედების შემცირების და ჯანსაღი გარემოს მხარდაჭერის მიზნით".