en
ge

შეხვედრა ნარჩენების მართვის ტექნოლოგიების შესახებ

აჭარა. 17 ივნისს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრა გაიმართა, სადაც აჭარის რეგიონებში ნარჩენების მართვის ტექნოლოგიების შესახებ იმსჯელეს. შეხვედრას ესწრებოდნენ აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, აჭარის გარემოს დაცვის სააგენტოს, სანდასუფთავების სამსახურის და არასაამთავრობო სექტორის წარმომადგნელები.
შეხვედრაზე ყურადღება ნარჩენების ინტეგრირებული მართვის კონცეფციასა და მისი დანერგვის შესაძლებლობებზე გამახვილდა. პროექტის წარმომადგენლების თქმით, ინიციატივა რეგიონებში ხელს შეუწყობს ცენტრალურ და ადგილობრივ მთავრობებს, ადგილობრივ ბიზნესს, თემებსა და მუნიციპალიტეტებს ნარჩენების მართვის ინტეგრირებული სისტემის შემუშავებაში. პროექტის ფარგლებში, შერჩეულ მუნიციპლიტეტებში ნარჩენების მავნე ზემოქმედების შემცირების და ჯანსაღი გარემოს მხარდაჭერისთვის პილოტური ღონისძიებები ჩატარდება. აღნიშნული პროექტი კახეთსა და აჭარაში განხორციელდება.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)