en
ge

გამჭვირვალობა მამხილებელთა დაცვის კანონმდებლობის შესახებ

თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ თამარ გზირიშვილის ბლოგპოსტი - „საქართველოში მამხილებელთა დაცვის კანონმდებლობის გაუმჯობესების მიუხედავად შემდგომი ცვლილებებია საჭირო" - გამოაქვეყნა. „მამხილებელთა ინსტიტუტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს კორუფციასთან ბრძოლაში, რადგანაც ისეთი დარღვევების გამოვლენის ეფექტიანი საშუალებაა, რომელთა აღმოჩენა სხვაგვარად ძნელია. ... 2014 წლის აპრილში „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" კანონში მიღებული ცვლილებები მნიშვნელოვანი ნაბიჯია მამხილებელთა დაცვის მექანიზმების გაძლიერების მიმართულებით, რადგანაც, მანამდე არსებული ნორმებისგან განსხვავებით, ისეთ საკითხებს მოიცავს, როგორიცაა მხილების დეფინიციის გაფართოება, ანონიმურობის დაცვა და მხილების განმხილველი ორგანოების რიცხვის გაზრდა. ასეთი ცვლილებები სათანადო გარემოს ქმნის საჯარო სამსახურში კორუფციასთან ბრძოლისთვის”, ნათვამია ბლოგპოსტში.
სრულად...
წყარო: transparency.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023