en
ge

ნარჩენების მართვის ტექნოლოგიების შესახებ საკონსულტაციო შეხვედრა

კახეთი. თელავში, 26 ივნისს, აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და CENN-ის წარმომადგენლები, პროექტის - „რეგიონებში ნარჩენების მართვის ტექნოლოგიების” ფარგლებში, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილებს შეხვდნენ.
საკონსულტაციო შეხვედრა მიზანად ისახავდა ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საკითხების განხილვას რეგიონში.
პროექტის ფარგლებში საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით უკვე მიმდინარეობს კახეთის რეგიონში ნარჩენების მართვის სფეროს საჭიროებათა ანალიზი, რომლის საფუძველზე მუშავდება დეტალური ინტერვენციის მექანიზმები ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებისა და ნარჩენების ინტეგრირებული მართვის დანერგვის ხელშეწყობისათვის.
კახა სუხიტაშვილი, CENN:
,,შერჩეულ მუნიციპალიტეტებში განხორციელდება პილოტური ღონისძიებები ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე ნარჩენების მავნე ზემოქმედებასა და ნაგავსაყრელებიდან სათბური აირების შესამცირებლად. აღნიშნული პროექტი დაეხმარება საქართველოს მთავრობას ნარჩენების მართვის მართებული სისტემის ჩამოყალიბებაში”.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)