en
ge

სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის წევრების შეხვედრა საარჩევნო საკითხებზე

კახეთი. 26-27 ივნისს, ყვარელში, სასტუმრო „ყვარლის ედემში" გაიმართა სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის (R-CSN) საარჩევნო ჯგუფის სამუშაო შეხვედრა.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საარჩევნო გარემოზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ერთმანეთისთვის საარჩევნო გამოცდილების გაზიარება, თავიანთ რეგიონებში 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შეფასება და საერთო რეკომენდაციების შემუშავება.
2 დღიანი მუშაობის შედეგად მომზადდა რეკომენდაციების სამუშაო ვარიანტი, რომელიც ძირითადად მოიცავს იმ პრაქტიკულ საკითხებს, რომელიც უშაუალოდ არჩევნებზე მუშაობისას გამოვლინდა. საქართველოს ზოგიერთ რეგიონში არჩევნების მეორე ტურის დასრულების შემდგომ, დაიგეგმა არჩევნების შეფასების საერთო განცხადების მომზადება, რომელიც გავრცელდება ქსელის სახელით, ასევე შესაბამის უწყებებს წარედგინებათ რეკომედაციები, რათა მოხდეს მათი შეძლებისდაგვარად გაზიარება და პრაქტიკაში განხორციელება.
პროექტის „სამოქალაო საზოგადოების რეგიონული ქსელის" (R-CSN) ფასილიტატორია არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა". პროექტი მხარდაჭერილია „საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამის" (G-PAC) მიერ აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.
წყარო:cso.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023