en
ge

ქუთაისის საკრებულოს რეკომენდაციები წარუდგინეს

იმერეთი. 2 ივლისს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ქუთაისის საკრებულოს წევრებს 2015–2016 წლების ბიუჯეტის დაგეგმის შესახებ რეკომენდაციები წარუდგინეს. აღნიშნული რეკომენდაციები არასამთავრობო სექტორმა მოსახლეობის გამოკითხვის საფუძველზე შეიმუშავა. გამოიკითხა 960 ადამიანი.
„ლიბერალური დემოკრატიის განვითარების ცენტრის" წარმომადგენლების თქმით, მოსახლეობამ მთავარ პრიორიტეტად, საკანალიზაციო სისტემის მოგვარება დაასახელა.
გამოკითხვა ჩატარდა პროექტის „ქუთაისი: ეს მუშაობს" – ფარგლებში, რომელიც ქუთაისის ბიუჯეტის დაგეგმვაში არასამთავრობო სექტორისა და მოსახლეობის ჩართულობას ითვალისწინებს.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023