en
ge

არასამთავრობო ორგანიზაციები ცესკოს მიმართავენ

თბილისი. ადამიანის უფლებების წავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, სამართლიანი არჩევნები, საერთაშორისო გამჭვირვალობა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებენ.
„მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა იაკობმა (კონსტანტინე იაკობიშვილმა) საკვირაო ქადაგების დროს კანონსაწინააღმდეგო აგიტაციის ნიშნების შემცველი პოლიტიკური მოწოდებები გააკეთა.... წინამდებარე განცხადების ხელმომწერი არასამთავრობი ორგანიზაციები მოუწოდებენ: საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას - შეისწავლოს ქორეპისკოპოსი იაკობის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციაში საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევით მონაწილეობის ფაქტი და მოახდინოს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებს - თავი შეიკავონ ნებისმიერი საჯარო მოქმედებისგან, რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო აგიტაციის ნიშნებს", ნათქვამია ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სრულად...
წყარო: isfed.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023