en
ge

კონფერენცია – ევროპული ინტეგრაციის გამოცდილების გაზიარება

აჭარა. 10 ივლისს, საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS) გამართავს მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრას „ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდგომ ევროპული პოლიტიკის მაკოორდინირებელი სისტემების განხილვა და ვიშეგრადისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება". შეხვედრის თემატიკაა ევროპული ინტეგრაციის საკითხების შესახებ გამოცდილების გაზიარება ვიშეგრადის (პოლონეთი, ჩეხეთი, უნგრეთი, სლოვაკეთი) და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების (მოლდოვა, უკრაინა, ბელორუსია) მაგალითზე.
ღონისძიება ორგანიზებულია ვიშეგრადის ფონდის, ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით. ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო" ღონისძიებაში ერთვება „ეროვნული ინტეგრაციის მხარდაჭერა საქართველოში" პროგრამის ფარგლებში, რომელიც დაფინასნებულია აშშ-ს საერთაშორისო განვითრების სააგენტოს (USAID) მიერ და ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG)-ის მიერ).
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში.


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023