en
ge

პროექტი „ახალგაზრდა ლიდერები“ - დასრულდა

თბილისი. ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მხარდაჭერით და ახალგაზრდული ინიციატივებისა და სამოქალაქო განვითარების აკადემიური ცენტრის ორგანიზებით განხორციელდა პროექტი ,,ახალგაზრდა ლიდერები’’. პროექტის ფარგლებში სახელმწიფო და კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების 100 სტუდენტისთვის მომზადდა ტრენინგებისა და ლექცია-სემინარების კურსი ლიდერობაში, გუნდურ მუშაობაში, პრეზენტაციის უნარ-ჩვევებში, საჯარო გამოსვლებში, ორგანიზაციის მართვასა და სხვა საჭირო უნარებში.
პროექტის მიზანია სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა ახალგაზრდების ჩართულობის გზით, ახალგაზრდების კვალიფიკაციის ამაღლება და სათანადო უნარ-ჩვევების განვითარება, ახალგაზრდების პოტენციალის რეალიზების ხელშეწყობა, ახალგაზრდული რესურსის კონსოლიდაცია სხვადასხვა სფეროებში საზოგადოებისა და ქვეყნისთვის სასარგებლო სოციალური ცვლილებების ინიცირებისათვის.
წყარო: fondi.gov.ge



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023