en
ge

საია სააპელაციო სასამართლოსა და მთავარ პროკურორს მიმართავს

თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს ტელეკომპანია ,,ტაბულას" თანამშრომლის და მასთან ერთად ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული კიდევ 2 პირის ინტერესებს, რომლებიც პოლიციის თანამშრომლებმა 2014 წლის 28 ივნისს დააკავეს. „დაკავების კანონიერების და პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან ძალის გადამეტების შესახებ არსებულმა ეჭვებმა, ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაცვის უფლების ეფექტური საპროცესო საშუალებების არ არსებობამ და ამ ტიპის საქმეებზე სამართლიანი სასამართლოს უფლების სტანდარტების დარღვევის პრაქტიკამ განაპირობა ამ საქმით საიას დაინტერესება და საადვოკატო დახმარების განხორციელება. ... გამომდინარე იქედან, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილება არის დაუსაბუთებელი და ეწინააღმდეგება კანონს, საია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად მიჩნეული პირების სახელით სააპელაციო სასამართლოში საჩივარს წარადგენს, რომლითაც მოთხოვნილი იქნება საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილების გაუქმება და ,,ტაბულას" თანამშრომლისა და მისი 2 მეგობრის მიმართ ადმინისტრაციული საქმის წარმოების შეწყვეტა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევის არ არსებობის გამო”.
სრულად... 
წყარო: gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)