en
ge

ტრენინგი ძალადობის დაძლევის საკითხებზე

სამცხე–ჯავახეთი. 16 ივლისს, ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" გამართა ტრენინგ–სემინარი: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა მიმართ გამოვლენილი ძალადობის დაფარული ფორმების დაძლევის შესახებ. ღონისძიებას სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, მათ შორის, სოციალური მომსახურების სააგენტოს მუშაკები და ფსიქიატრები ესწრებოდნენ.
ტრენინგის ორგანიზატორებმა მსმენელებს მიაწოდეს ინფორმაცია ძალადობის ფორმებზე და მისი დაძლევის გზებზე. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა. როგორც გაირკვა, აღნიშნულ საკითხზე მუშაობს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროც, პროგრამის ფარგლებში იგეგმება სოციალური მუშაკებისა და ფსიქიატრების გადამზადება, რათა მათ შეძლონ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალებთან სწორი ურთიერთობა.
მსგავს შეხვედრებს ორგანიზაცია სხვა რეგიონებშიც გეგმავს. პროექტი საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023