en
ge

„ჩვენ ვირჩევთ სიცოცხლეს“ – С ჰეპატიტის მქონე პირთა მხარდამჭერი აქცია

აჭარა. 28 ივლისს, ,,ჩვენ ვირჩევთ სიცოცხლეს" - აღნიშნულმა სლოგანმა ბათუმის ბულვარში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და რიგითი მოქალაქეები გააერთიანა. მათ С ჰეპატიტით დაავადებულებისადი სოლიდარობის ნიშნად იმიტირებულ არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა და სიმბოლურად ხმა სიცოცხლეს მისცეს. აღნიშნული მეთოდით აქციის ორგანიზატორები სახელმწიფოს ყურადღების მიქცევას ცდილობენ და ხელისუფლებას С ჰეპატიტით დაავადებულების მკურნალობის სრული კურსის დაფინანსებას თხოვენ, რადგანაც მიიჩნევენ, რომ მედიკამენტების გაიაფების მიუხედვად უმეტესობას არ მიუწვდება ხელი. 10 000 ბენეფიციარზე გათვლილი საშეღავათო პროგრამით ამ დრომდე მხოლოდ 500-მა მოქალაქემ ისარგებლა. ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისათვის ქვეყანაში სულ დაავადებული 200 000 მოქალაქეა რეგისტრირებული.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)