კახეთი. სათემო კავშირის „ნუკრიანისა" და „სამოქალაქო ინიციატივის" ორგანიზებით, პროექტის „ჩემი სოფელის" ფარგლებში, სიღნაღში შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართევლობისა და საქართველოში ინტერნეტ საქოქალაქო ჩართულობაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წამომადგენლები.
შეხვედრაზე იმსჯელეს თუ როგორ უნდა მოხდეს ინტერნეტის მეშვეობით თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფა.
ნანა ბაგალიშვილი, ,,ჩემი სოფელი": ,,პროექტი მიზნად ისახავს შეიქმნას სოფლის მოსახლეობის თანამონაწილეობისა და სამოქალაქო ჩართულობის კარგი პრაქტიკა და მექანიზმი, რომელიც ხელს შეუწყობს მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას ადგილზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების ანგარიშვალდებულების გაზრდას მოსახლეობის წინაშე, კონკრეტული პრობლემების შესახებ ინფორმირებისა და მათი მოგვარების გზების ძიებით".
პროექტის მხარდამჭერები არიან აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი და სათემო გავითარების ცენტრი.