კახეთი. თელავში, „წყალშემკრები აუზების მართვის" პროგრამის ფარგლებში, ყვარელსა და თელავის მუნიციპალიტეტებში არსებული სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ტრენინგები ჩაუტარდა. ტრენინგის თემა იყო – ბუნებრივი კატასტროფების რისკების შემცირება - კლიმატის ცვლილებების მიმართ ადაპტაცია სათემო დონეზე.
როგორც ბუნებრივი რესურსების სპეციალისტი, ტრენერი ირაკლი ქობულია აცხადებს, ადგილობრივ თემებში კლიმატის ცვლილებების მიმართ ადაპტაციისა და კატასტროფების რისკის შემცირების ღონისძიებათა გეგმის მეთოდოლოგიის ცოდნა მნიშვნელოვანია საზოგადოების ყველა წევრისთვის: ,,გვინდა, რომ სათემო ორგანიზაციების წევრებს ავუხსნათ, როგორ და რა მეთოდებით უნდა ებრძოლონ ადგილობრივ თემებში კლიმატური ცვლილებებით გამოწვეულ შედეგებს”.
როგორც სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, მოსალოდნელი კატასტროფების რისკების შემცირების მიზნით აუცილებელია ტყის მასივების გაშენება, ნაპირსამაგრი სამუშაოები, სარწყავი სისტემების მოწყობა და სათემო გაერთიანებების (ასოციაციები) შექმნა.