en
ge

..ეს შენ გეხება“ მიესალმება ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებული პაკეტის მიღებას

თბილისი. კამპანიაში „ეს შენ გეხება" მიესალმებიან ფარული მიყურადღებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის მიღებას.
„კამპანია „ეს შენ გეხება” მიესალმება საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას ფარულ მიყურადებებთან დაკავშირებით მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების მიღებას. ვფიქრობთ, რომ ამ ცვლილებების მიღებით მნიშვნელოვნად უმჯობესდება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის კონსტიტუციურ გარანტიები, მოქმედი კანონმდებლობა მეტად დაუახლოვდება ევროპის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის სტანდარტებს... განხორციელებული პროგრესული ცვლილებების მიუხედავად, კვლავ დაურეგულირებელი რჩება სამართალდამცავი ორგანოების მიერ კავშირგაბმულობის ოპერატორთა მონაცემებსა და მოქალაქეთა შორის კომუნიკაციაზე პირდაპირი და შეუზღუდავი წვდომის საკითხი... კამპანიაში გაერთიანებული არასამთავრობოები მყარად ინარჩუნებენ პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ კომუნიკაციის ამსახველი ინფორმაციის და კავშირგაბმულობის არხებში მონაცემთა რეალურ დროში მიწოდების საკითხი მობილური ოპერატორების კონტროლის ქვეშ უნდა გადავიდეს", ნათქვამია კამპანიის ვებგვერდზე.
სრულად...
წყარო: esshengexeba.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023