en
ge

დისკუსია ოჯახური ძალადობის საკითხებზე

სამცხე–ჯავახეთი. 15 აგვისტოს, ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ინიციატივით, მისსავე საკონფერენციო დარბაზში, გაიმართა დისკუსია თემაზე: „ძალადობა არ უნდა იყოს აღზრდის მეთოდი, დავიცვათ ბავშვები ოჯახური ძალადობისგან". შეხვედრას ფსიქოლოგები, იურისტები, სამოქალაქო საზოგადოების წევრები, მასწავლებლები და ინკლუზიური განათლების სპეციალისტები ესწრებოდნენ. რა არის ოჯახური ძალადობა; ოჯახური ძალადობის რა ფორმები არსებობს; რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ აღიკვეთოს ოჯახური ძალადობა  – ამ საკითხებზე ორგანიზაცია ,,მესხ ქალთა გაერთიანების" წარმომადგენელმა ისაუბრა. შეხვედრა კითხვა–პასუხის და დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა, დისკუსიაში, სფეროს სპეციალისტებთან ერთად, მოზარდებიც ჩაერთნენ.  მოყვანილ იქნა ძალადობის ამსახველი მაგალითებიც და გაჟღერდა მოსაზრება, რომ პირველ რიგში, მოსახლეობამ უნდა იცოდეს რა შემთხვევაში ითვლება ესა თუ ის ქმედება ძალადობად, ეს გაზრდის საკუთარი უფლებების გაცნობიერებას და შესაბამის ორგანოებთან მიმართვიანობას.



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023