en
ge

არასამთავრობო ორგანიზაციამ ელკანამ ახმეტაში შეხვედრა გამართა

კახეთი. არასამთავრობო ორგანიზაციამ „ელკანამ"  ახმეტის მუნიციპალიტეტში შეხვედრა გამართა, რომლის მიზანიც პროექტის - „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მხარდაჭერა საქართველოში" - ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის გაცნობა იყო. „ელკანას" წარმომადგენლების თქმით, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის” ფარგლებში, კოოპერატივების მხარდასაჭერად, ახმეტის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი პროექტი განხორციელდება. მათივე თქმით, პროექტის - „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მხარდაჭერა საქართველოში” - ფარგლებში, გამოცხადდება საგრანტო კონკურსი „ფერმერთა ჯგუფების, სასოფლო - სამეურნეო კოოპერატივებისათვის", რომელშიც მონაწილეობის უფლება კოოპერატიული მეურნეობების წარმოებით დაინტერესებულ ყველა ფერმერს ექნება.,,ელკანას’’  წარმომადგენლების ინიციატივით ასევე დაიგეგმა საგრანტო კონკურსთან დაკავშირებული საინფორმაციო - საკოორდინაციო შეხვედრების ჩატარება ადგილობრივ მოსახლეობასთან.



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)