en
ge

ნდობის მშენებლობაზე ორიენტირებული პროექტი

სამცხე–ჯავახეთი. ახალციხეში მოქმედმა საზოგადოებრივმა ორგანიზაცია „დემოკრატ მესხთა კავშირმა" დაიწყო პროექტის - „ნდობის მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში" -  განხორციელება. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს მუნიციპალიტეტში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას და ახალგაზრდების აქტიურ, პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეებად ჩამოყალიბებას. პირველი ღონისძიება, რომელიც პროექტის ფარგლებში გაიმართა, ეკოლოგიის საკითხებისადმი მიძღვნილი ტრენინგი იყო. ამჯერად ,,დემოკრატ მესხთა კავშირი"  16-დან 24 წლამდე აქტიურ ახალგაზრდებს, სურვილის შემთხვევაში, პროექტში ჩართვისა და თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.  პროექტს - „ნდობის მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში" - ორგანიზაცია ,,დემოკრატ მესხთა კავშირი"  საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მხარდაჭერით ახორციელებს.



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023