en
ge

სახალხო დამცველის განცხადება პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

თბილისი. საქართველოს სახალხო დამცველმა პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. „სახალხო დამცველი სწავლობს 2014 წლის 17 აგვისტოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის რუსთავის N6 დაწესებულებაში მსჯავრდებულ ჯიდო ფირცხელიანის გარდაცვალების საქმეს და მონიტორინგს გაუწევს გამოძიების მიმდინარეობას. ...საპირფარეშოში ელექტრონული მეთვალყურეობის სისტემის დაუშვებლობაზე აპელირება, როგორც ეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს განცხადებაში იყო მოცემული, ვერ პასუხობს კითხვაზე, მიღებული იყო თუ არა ყველა გონივრული ზომა მსჯავრდებულის სიცოცხლის დასაცავად. აუცილებელია, ჩატარდეს დროული და ყოვლისმომცველი გამოძიება და ამასთან, გამოძიების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის შესახებ ეჭვების გამორიცხვის მიზნით, მნიშვნელოვანია, საგამოძიებო მოქმედებები უშუალოდ საქართველოს პროკურატურამ აწარმოოს. როგორც ოჯახის წევრებმა, ასევე საზოგადოებამ უნდა მიიღოს სარწმუნო პასუხი არსებულ ყველა კითხვაზე", ნათქვამია განცხადებაში.
სრულად...
წყარო: www.ombudsman.ge



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)