en
ge

ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადება

თბილისი. ადამიანის უფლებათა ცენტრმა ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციის მე-2 განყოფილებაში პოლიციელთა მიერ მოქალაქის ცემის ფაქტთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა. „14 აგვისტოს, დაახლოებით ღამის ორის ნახევარზე, მოქალაქე გიორგი ცომაიამ, მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, დახმარებისათვის მიმართა ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე პოლიციის მე-2 განყოფილებას და მორიგე პოლიციელს სთხოვა, დახმარებოდა წინა ნასამართლობის დროს, პოლიციის მიერ ჩამორთმეული მისი კუთვნილი მობილური ტელეფონის დაბრუნებაში. ... გიორგი ცომაიას განმარტებით, პოლიციის მე-2 განყოფილების შენობაში პოლიციის მაღალჩინოსანმა მას უწოდა „ლაწირაკი" და უხეშად ჰკითხა, რატომ მიმართა პოლიციას ღამის საათებში. ...იგი მაღალჩინოსანმა შეიყვანა ერთ-ერთ ოთახში, სადაც დაახლოებით თერთმეტმა პირმა (სავარაუდოდ პოლიციელებმა) სასტიკად ცემეს. როგორც ცომაია აცხადებს, მას ხელებითა და ფეხებით სცემდნენ გულმკერდის, თავისა და მუცლის არეში, ამცირებდნენ და აფურთხებდნენ სახეში”, ნათვამია განცხადებაში. ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის ორგანოებს, სასწრაფოდ  გამოიძიონ მოქალაქის მიმართ ჩადენილი დანაშაული, პასუხისგებაში მისცენ ყველა ის პირი, რომელიც  რაიმე ფორმით ჩართული იყო გიორგი ცომაიას მიმართ განხორციელებულ უკანონობაში. 
სრულად...
წყარო: humanrights.ge



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)