en
ge

საბაზისო კვლევის პირველი სამუშაო შეხვედრა დუშეთის მუნიციპალიტეტში

მცხეთა–მთიანეთი. 19 ოქტომბერს საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ დუშეთის მუნიციპალიტეტში პირველი ფოკუს-ჯგუფის შეხვედრა გამართა. საბაზისო კვლევის ”კლიმატის ცვლილების ზეგავლენის შერბილება და ადაპტაცია ადგილობრივ დონეზე” ფარგლებში ჩატარებულ პირველ საჯარო შეხვედრას  ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები  და ექსპერტები.  შეხვედრაზე განხილულ იქნა დუშეთის მუნიციპალიტეტში სპეციალური კითხვარის საშუალებით მოპოვებული ინფორმაცია და გაიმართა დისკუსია.
საბაზისო კვლევა ”კლიმატის ცვლილების ზეგავლენის შერბილება და ადაპტაცია ადგილობრივ დონეზე”  საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში განხორციელდება და მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული პრობლემებისა და გამოწვევების დეტალურ შეფასებას. აღნიშნული საბაზისო კვლევა, ასევე ადაპტაციისა და კლიმატის დაცვის  საერთაშორისო გამოცდილებისა და ადგილობრივი ხელისუფლების შესაძლებლობების ანალიზი  საფუძვლად დაედება საქართველოს მუნიციპალიტეტების ”კლიმატის გზამკვლევის” შემუშავებას.
პირველი სამუშაო შეხვედრა პროგრამის ,,საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და ზეგავლენის შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია” ფარგლებში  ჩატარდა, რომელიც ხორციელდება საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მიერ და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ძალისხმევის საფუძველზე.
წყარო: CENN

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023