en
ge

სამუშაო შეხვედრა ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში

იმერეთი. 2 სექტემბერს, ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის საკონფერენციო დარბაზში სამუშაო შეხვედრა გამართეს და მომავლის გეგმებიც დასახეს.
ცენტრის ძველმა წევრებმა პროგრამის პრეზენტაცია იმ ახალგაზრდებისათვის გამართეს, რომლებიც ცენტრში სულ ახლახანს გაწევრიანდნენ. ისინი დეტალურად გაეცნენ ინფორმაციას პროგრამის მიზნების და განსახორციელებელი ამოცანების შესახებ. ახალგაზრდებმა საპროექტო ჯგუფის წევრებს თავიანთი იდეები და მოსაზრებები გაუზიარეს. შეხვედრაში 17 წევრი მონაწილეობდა.
შეხვედრა გაიმართა ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების პროექტის (ANI) ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG) , აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023