en
ge

მსოფლიო ბანკის დაფინანსებით „მაწვნის სახლი“ გაიხსნა

კახეთი. მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან და მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებთან ერთად ალავერდში „მაწვნის სახლი" გახსნეს. 
მაწვნის სახლი კახეთის განვითარების პროექტის ფარგლებში გაიხსნა და იგი ალავერდის მონასტრის მიმდებარედ, თუშეთის დაცული ტერიტორიებისკენ მიმავალ გზაზე მდებარეობს. 
„მაწვნის სახლში" გაიყიდება ბუნებრივ დედოზე დამზადებული მაწონი, ხავიწი, ალავერდის მონასტრის მეფუტკრეთა თაფლი, ბუნებრივ საფუარზე დამზადებული ქართული ხორბლის შოთის პური, ადგილობრივი წარმოების გუდის ყველი და ქვევრის ღვინო. 
ამავე პროექტის ფარგლებში, 2015 წლის ბოლომდე, კიდევ 9 ობიექტის მშენებლობის დასრულება იგეგმება.



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023