en
ge

გამჭვირვალობა თვითმმართველობებში კონკურსების ჩატარების ვადების შესახებ

თბილისი. 2 ოქტომბერს, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ გამოაქვეყნა გიგი ჩიხლაძის ბლოგი: „ადგილობრივ თვითმმართველობებში სავალდებულო კონკურსების ჩატარების ვადებმა მეოთხედ გადაიწია".
„პარლამენტმა გამარტივებული წესით, ერთი მოსმენით, მიიღო ცვლილება „საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში... ცვლილების თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის იმ თანამდებობებზე, რომლებიც კონკურსის წესით უნდა შეივსოს, კონკურსის ჩატარების ვადა ისევ შეიცვალა და ახალ ვადად 2014 წლის 31 დეკემბერი განისაზღვრა... ეს იმას ნიშნავს, რომ თანამდებობაზე ყოფნის ვადები ორი თვით გაუგრძელდათ დროებით მოვალეობის შემსრულებლად დანიშნულ მოხელეებსაც. კანონპროექტის ავტორის აზრით, ვადის გაგრძელება აუცილებელია, რადგან საჯარო სამსახურის ახალი რეგულაციების გამო 31 ოქტომბრამდე კონკურსების ჩასატარებლად საჭირო ღონისძიებების მოსწრება შეუძლებელია... ვადის გაგრძელების ერთ-ერთ მიზეზად, ასევე, მოყვანილია თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურები...
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" კონკურსების ჩატარების თარიღის შემოთავაზებულ გადაწევაში, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ცვლილების ავტორის დასაბუთებას არგუმენტირებულად მიიჩნევს. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს რეფორმის გადაწევის უკვე მეოთხე შემთხვევაა. ვადების ცვლილება კი რეფორმის არაეფექტიანი დაგეგმვის შედეგია", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
სრულად...
წყარო: transparency.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)