en
ge

შეხვედრა გურიაში ტურიზმში არსებული პრობლემების განხილვის მიზნით

გურია. 6 ოქტომბერს, ოზურგეთის ახალგაზრდული ცენტრის ინიციატივით, ,,ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის" ოფისში მოეწყო შეხვედრა, რომლის მიზანი რეგიონში ტურიზმის კუთხით არსებული პრობლემებისა და პერსპექტივების განხილვა იყო. პრეზენტაციას ესწრებოდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტისა და ქალაქის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის სამსახურების ხელმძღვანელები, ასევე, უცხოელი მოხალისეები.
ახალგაზრდებმა, მოწვეულ სტუმრებთან ერთად იმსჯელეს თუ რამდენად მიმზიდველია გურია ტურისტებისათვის და რა უნდა გაუმჯობესდეს რეგიონში ამ მიმართულებით. სამთავრობო სტრუქტურების წამომადგენლებმა ისაუბრეს გურიის ტურისტული პოტენციალის შესახებ და შესთავაზეს ახალგაზრდებს ჩაერთონ იმ მუნიციპალური პროგრამის შემუშავებაში, რომელშიც ასახული იქნება რეგიონში ტურიზმის განვითარების და პოპულარიზაციის სტრატეგიები, ასევე, დაიგეგმება ერთობლივი აქტივობები.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023