en
ge

შეხვედრა თელავში

კახეთი. თელავის მედია კაფეში, კახეთის ადგილობრივი მედიის ჟურნალისტებს რუსეთის ANRI-Media დამოუკიდებელი რეგიონული გამოცემების ალიანსის (Airp) - რეგიონული პრესის გამომცემლები, რედაქტორები და მენეჯერები შეხვდნენ.
შეხვედრის მხარდამჭერია შვედეთის მედია ინსტიტუტი FOJO, რომელიც აღმოსავლეთ ევროპისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნების დამოუკიდებელი მედიის განვითარებას უწყობს ხელს.
ვიზიტის მიზანი რუსეთისა და საქართველოს რეგიონულ მედია საშუალებებს შორის ინფორმაციის გაცვლა, კოლეგებს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობაა.
„Airp წევრები დაინტერესებულნი არიან უცხოელ კოლეგებთან გამოცდილების გაზიარებით. შედგა დისკუსია, სადაც თანამედროვე პრესისა და მედიის სფეროში ტენდენციების შესახებ ვისაუბრეთ. ვაპირებთ, გავეცნოთ ადგილობრივი მედიის მუშაობას თბილისის მიმდებარე ქალაქებში. ამ ვიზიტების მიზანი არ არის მხოლოდ უცხოელი კოლეგების გაცნობა, არამედ გვსურს, ერთმანეთთან დისკუსიაში კომუნიკაციის რედაქტორებმა, დეპარტამენტების უფროსებმა და მედია მენეჯერებმა უკეთ გაიგონ საქართველოში მედიის მდგომარეობა და ასევე გაუზიარონ გამოცდილება რუსული მედიის წარმომადგენლებს", - აცხადებს დამოუკიდებელი რეგიონული გამოცემების ალიანსის გენერალური დირექტიორი ვიქტორია ჩიკირევა.
ღონისძიების ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მედია ცენტრი კახეთი".

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)