en
ge

კვლევის პრეზენტაცია

თბილისი. 13 ოქტომბერს სასტუმრო ძველი თბილისის საკონფერენციო დარბაზში კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის (CIESR) ორგანიზებით არასამთავრობო, სამთავრობო, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მიზანი დაინტერესებული მხარეებისთვის, ნაძალადევის რაიონში განხორციელებული კვლევის შედეგების გაცნობა იყო. ასევე გაიმართა კვლევის შედეგად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მომზადებული შეფასების დოკუმენტის პრეზენტაცია - „ნაძალადევის რაიონში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები და ქ.თბილისის ბიუჯეტში მათი ასახვის ტენდენციების შეფასება".
კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი 2014 წლის თებერვლიდან ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს აღნიშნულ პროექტს, რომლის მიზანია თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის ამღლება.
წყარო: ვებგვერდი „თვითმმართველობის დროა"

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)