en
ge

შეხვედრა სამოქალაქო ჩართულობის საკითხებზე

თბილისი. 20 ოქტომბერს, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამის - „დემოკრატიული მმართველობა საქართველოში" - ფარგლებში სამოქალაქო ჩართულობის თემაზე შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრის მიზანი იყო მთავრობას, პარლამენტსა და არასამთავრობო სექტორს შორის დიალოგის ხელშეწყობა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს მთავრობის კანცელარიის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის, სამოქალაქო სექტორისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023