ზუსტად 222 წლის წინათ დაიწყო წინააღმდეგობა, რომელსაც ორ საუკუნეზე მეტი ხნის მანძილზე უამრავი აჯანყება, შეთქმულება და პროტესტი მოჰყვა.
ანტირუსული გამოსვლების დასაწყისად ითვლება 1802 წლის 12 აპრილი – თბილისში, სიონის ტაძარში, რუსეთის იმპერატორის მანიფესტის გამოცხადებისას განვითარებული მოვლენები. რუსული ჯარით გარშემორტყმულ ტაძარში კახეთის თავადაზნაურობამ ქართლ–კახეთის სამეფოს გაუქმების მანიფესტს პროტესტით უპასუხა და იმპერატორის ერთგულების ფიცი არ მიიღო.
1802 წლის ივლისში ქიზიყში, ქელმენჩურის მიდამოებში, კახელი თავადაზნაურების ინიციატივით რამდენიმე ათასი ადამიანის შეკრება რუსეთის წინააღმდეგ პოლიტიკურ გამოსვლაში გადაიზარდა.
პოლიტიკური გამოსვლის მასშტაბურობის მიუხედავად, რუსეთის იმპერიამ მოახერხა მისი განეიტრალება, ჩახშობა. თუმცა ცხადი გახდა, რომ ქართველი ხალხი სახელმწიფოებრიობის დაკარგვას ვერ შეურიგდებოდა და თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტდა.
წყარო: რონდელის ფონდის პუბლიკაცია – „რუსეთის ექსპანსია კავკასიაში და საქართველო“
#გახსოვდესისტორია, რადგან #ესქვეყანაშენია