en
ge

პიროტექნიკის მავნე გავლენა ბუნებაზე

პიროტექნიკის მავნე გავლენა ბუნებაზე

მართალია, ახალი წლის წარმოდგენა ფეიერვერკის გარეშე გვიჭირს, მაგრამ ცოტა თუ ფიქრობს იმ ზიანზე, რაც პიროტექნიკის გამოყენებას ახლავს თან.

პიროტექნიკა არა მხოლოდ გამვლელებისთვის არის საშიში, არამედ მიუსაფარი ცხოველებისთვისაც, რომლებიც უმისამართოდ გასროლილი მაშხალით შეიძლება სასიკვდილოდ დაზიანდნენ.

ფრინველებისთვის, ამ მხრივ, კიდევ უფრო რთული სიტუაციაა, რადგან ისინი ასეთ ხმაურს ვერ იტანენ.

გარდა ამისა, მაშხალები და ასაფეთქებლები აბინძურებენ ქუჩებს და ხშირი გამოყენებისას, მორჩენილ ნამწვავებს ქუჩაში ყოველ ფეხის ნაბიჯზე გადააწყდები. 

აუცილებლად გასათვალისწინებელია ისიც, რომ დაზიანებული, ვადაგასული, ან არასწორად გამოყენებული მაშხალა შესაძლოა ხელში აფეთქდეს. გაუფრთხილდი საკუთარ თავსა და გარემოს, იყავი მაგალითი სხვებისთვის, #გაიზიარეპასუხისმგებლობა, რადგან #ესქვეყანაშენია.

მსგავსი პოსტები