დღეს იმ ორგანიზაციას გაგაცნობთ, რომლის ისტორიაც ყვარლის პირველი საჯარო სკოლის ერთ ოთახში დაიწყო. 2019 წლის ნოემბერში, ახალგაზრდული ორგანიზაცია "ყვარლის ევროკლუბი" ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ინიციატივისა და ადგილობრივი საზოგადოების მხარდაჭერით დაფუძნდა.
ორგანიზაციის მიზანია განათლების, განვითარების, სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობა, არაფორმალურ განათლებაზე ხელმისაწვდომობა და დემოკრატიული ღირებულებების გავრცელება.
ორგანიზაციამ უკვე ათობით პროექტი განახორციელა ამერიკის საელჩოსა და ევროკავშირის მხარდაჭერით და უამრავი ბენეფიციარი ჰყავს როგორც ყვარელში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
შედეგი კი ასეთია: ყვარელში არის ევრო-ატლანტიკური ცენტრი, რომელიც არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობას აძლევს ადგილობრივ ახალგაზრდებსა და ზრდასრულებს - აერთიანებს კინოკლუბს, რამდენიმე ენოვან ბიბლიოთეკას, წიგნის, სამაგიდო თამაშებისა და სადისკუსიო სივრცეებს.
#გაიზიარეპასუხისმგებლობა #ესქვეყანაშენია