en
ge

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის კონკურსი და სტაჟირება

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: Tetra Tech ARD
  • დაწყების თარიღი: 01.11.2018
  • ბოლო ვადა: 09.11.2018
  • ბმული: http://www.jobs.ge/195179/
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ახალგაზრდული კონკურსი და სტაჟირების პროგრამა
GGI-ის შესახებ: დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI) საქართველოში წარმოადგენს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხუთწლიან პროექტს. მისი მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და ეფექტიანი მმართველობის განვითარებას სხვადასხვა დონეზე. GGI-ის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურია, რომელთანაც პროექტი ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულებით თანამშრომლობს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ: სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიზანი საჯარო ფინანსების მართვის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესების ხელშეწყობაა. ამ მიზნის მისაღწევად სამსახურის განვითარების 2018-2022 წლების სტრატეგიის ერთ-ერთი ამოცანა აუდიტის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა და დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციის გაუმჯობესებაა.
ახალგაზრდული კონკურსი და სტაჟირების პროგრამა: სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სტრატეგიული გეგმით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად, საქმიანობის პროცესის გამჭვირვალობისა და დაინტერესებულ მხარეებთან ანგარიშვალდებულების გაუმჯობესებისათვის, GGI აცხადებს კონკურსს ახალგაზრდებისთვის აუდიტის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის შესახებ საუკეთესო იდეის წარმოდგენაზე.
წყარო: www.jobs.ge