en
ge

კონკურსი მწვანე აკადემიის მონაწილეებისთვის

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო
  • დაწყების თარიღი: 02.11.2018
  • ბოლო ვადა: 11.12.2018
  • ბმული: https://ge.boell.org/ka/2018/11/02/konkursi-mcvane-akademiis-monacileebistvis
მწვანე აკადემია კვლევების საშუალებას აძლევს იმ ახალგაზრდა მეცნიერებს, რომლებსაც საქართველოში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკურ-გარემოსდაცვით საკითხებზე ჩაღრმავებულად მუშაობის სურვილი აქვთ.
ეს ინიციატივა:
  • შექმნის კრიტიკულ თეორიულ და ემპირიულ მონაცემებს, რომლებიც აუცილებელია მიმდინარე  მწვანე და მემარცხენე დისკუსიების შესავსებად და გასაძლიერებლად;
  • გააძლიერებს და ერთმანეთთან დაკავშირებს პოლიტ-ეკონომიის, პოლიტიკური სოციოლოგიის და პოლიტიკური ეკოლოგიის დისციპლინებს; გაზრდის ახალგაზრდა მეცნიერების ინტერესს ამ დისციპლინების მიმართ;
  • ხელს შეუწყობს სასურველი და რეალისტური ალტერნატივების გაჩენას, რეგიონში არსებულ ექსპლოატატორულ და ნეოლიბერალურ პოლიტიკაზე დაფუძნებული სტრუქტურების დასაძლევად;
  • ხელს შეუწყობს აკადემიას, ახალგაზრდა მეცნიერებსა და „პოლიტიკურ აქტივისტებს" შორის ხიდების გადებას, რაც მწვანე აკადემიის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია.
წყარო:ge.boell.org