en
ge

საგრანტო კონკურსი

"საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" (CSRDG), პროექტ "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" ფარგლებში, აცხადებს საგრანტო კონკურსს "სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების ხელშეწყობა.

კონკურსის ორგანიზატორია "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი". აღნიშნული კონკურსი მიმდინარეობს პროექტ "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა"-ს ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით. კონსორციუმში ასევე შედის ოთხი ქართული ორგანიზაცია: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი(CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი(CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი(CSRDG), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი(EDEC). პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის სამინისტროს მიერ.