en
ge

კონკურსი ფილმის შექმნაზე

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: CHCA
  • დაწყების თარიღი: 08.02.2019
  • ბოლო ვადა: 17.02.2019
  • ბმული: http://jobs.ge/204900/
კონკურსი ფილმის შექმნაზე
ფილმის დასახელება: "მოწყვლადი მოზარდობიდან საზოგადოების სრულფასოვან წევრობამდე"
საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი "აფხაზეთი" (CHCA) არის ადგილობრივი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მისიაა კონფლიქტით დაზარალებული და სხვა სოციალურად დაუცველი პირების საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და მათი სოციალური და ეკონომიკური ინტეგრაციის უზრუნველყოფა. CHCA ოთხი ძირითადი მიმართულებით მუშაობს და მათ შორის ერთ-ერთი საკვანძო მიმართულება ბავშვებისა და ახალგაზრდების განვითარება და დაცვა გახლავთ. საქველმოქმედო ჰუმანიტარულმა ცენტრმა "აფხაზეთმა" 24 წლიანი ისტორიის მანძილზე შექმნა მრავალი ვიდეო მასალა, რომლებშიც ფართო აუდიტორიას მოუთხრო და გააცნო არსებული გამოწვევების, მიღწევების, წარმატებული ადამიანები თუ სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.
წყარო:jobs.ge