en
ge

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი აცხადებს კონკურსს

2019 წელს სრულდება 100 წელი ბაუჰაუსის მოძრაობის დაფუძნებიდან.
ბაუჰაუსის სკოლამ დიდი გავლენა მოახდინა XX საუკუნის გამოყენებითი ხელოვნების და ქალაქგეგმარებით სტანდარტებზე და დღემდე შთაგონების წყაროა ხელოვნებისა და არქიტექტურის სფეროებში.
ამ ღირსშესანიშნავ თარიღთან დაკავშირებით ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი აცხადებს კონკურსს. მისი მიზანია, საშუალება მისცეს გამარჯვებულ კონკურსანტს, განახორციელოს საკუთარი იდეა, რომელიც უნდა ეხებოდეს საჯარო სივრცისა თუ მოქალაქეთა ჯგუფის ყოფის გაუმჯობესებას სახელოვნებო და შემოქმედებითი მიდგომების გზით.
7 სპეციალისტისგან შემდგარი ჟიური განიხილავს საკონკურსო პროექტებს და მიიღებს  გადაწყვეტილებას კონკურსისთვის გამოყოფილი ბიუჯეტის ფარგლებში, გრანტის სახით გასაცემი ერთი, ან ორი პრემიის შესახებ.
წყარო: ge.boell.org