en
ge

გამოფენა თბილისის ჭადრაკის სასახლესა და ალპურ კლუბში – განაცხადების მიღება მონაწილეობაზე

ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნულმა კომიტეტმა გეთის ფონდის Keeping It Modern პროგრამის ფარგლებში 2018 წელს მიიღო ფინანსური დახმარება თბილისის ჭადრაკის სასახლის და ალპური კლუბის შენობის კონსერვაციის გეგმის შემუშავებისათვის. კომიტეტის სურვილია, გამოიყენოს ეს შესაძლებლობა და მიაქციოს საზოგადოების ყურადღება იმ საერთო პრობლემებზე, რომელთა წინაშეც დგანან გვიანი საბჭოთა მოდერნიზმის პერიოდის ნაგებობები.
კომიტეტი თხოვნით მიმართავს საზოგადობას, მიაწოდოს საქართველოში არსებული საბჭოთა მოდერნიზმის არქიტექტურის ფოტოები, რომლებიც ნაჩვენები იქნება ციფრული პროექციის სახით 2019 წლის 18 მაისს თბილისის ჭადრაკის სასახლეში მუზეუმების საერთაშორისო ღამის პროგრამის ფარგლებში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი