en
ge

ჟურნალისტთა კონკურსი – "რეგიონის განვითარება"

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო, ახორციელებს პროექტს სახელწოდებით - „სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ევროკავშირთან ასოცირების პროცესის შესახებ საზოგადოებაში ინფორმირებულობის გაზრდა", რომელიც ხორციელდება GIZ-ის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის რეგიონული განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის პლატფორმა" ფარგლებში.
პროექტის მიზანია, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მუნიციპალიტეტებში საზოგადოების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება ასოცირების შეთანხმების 21-ე თავის - „რეგიონული განვითარება, თანამშრომლობა საზღვრისპირა და რეგიონულ დონეზე" შესახებ.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო, თემაზე -„რეგიონის განვითარება", აცხადებს კონკურსს ჟურნალისტებისთვის.
წყარო: ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო