en
ge

პრემია მხატვრული და სამეცნიერო ლიტერატურის თარგმანისთვის. განაცხადის წარდგენის ვადა: 2019 წლის 31 მაისი

იტალიის კულტურული მემკვიდრეობისა და კულტურული საქმიანობის სამინისტრო აცხადებს კონკურსს: 10 (ათი) ფულადი პრემიით დაჯილდოვდება უცხო ენიდან იტალიურ ენაზე ან იტალიური ენიდან უცხო ენაზე ლიტერატურული ნაწარმოების თარგმანი, კერძოდ:
მხატვრული ლიტერატურა (პროზა და პოეზია);
ლიტერატურისა და ხელოვნების კრიტიკა, ესეისტიკა, სამეცნიერო ლიტერატურა;
კინო- და თეატრალური სცენარი.
წყარო: ambtbilisi.esteri.it