en
ge

მოწვევა სადისკუსიო ვორქშოფებში მშვიდობისა და კონფლიქტების საკითხებზე

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: ბერგჰოფის ფონდი
  • დაწყების თარიღი: 06.06.2019
  • ბოლო ვადა: 07.06.2019
  • ბმული: 11144
ვიწვევთ დაინტერესებულ პირებს სადისკუსიო ვორქშოფებში სამშვიდობო საკითხებზე მონაწილეობის მისაღებად, ბერგჰოფის ფონდის პროექტის ფარგლებში - "ისტორიის შესახებ დიალოგი, როგორც ნორმალიზაციის საფუძველი (History Dialogue as the Basis of Normalization).
კონკურსის საფუძველზე შერჩეულ მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ვორქშოფებზე მოისმენონ და განიხილონ ეთნიკურად ქართველი, აფხაზი და ოსი ადამიანების ბიოგრაფიული ინტერვიუები. ინტერვიუებში ადამიანები, რომლებიც უშუალოდ შეესწრნენ საქართველოში არსებულ ეთნო-პოლიტიკურ კონფლიქტებს, მოგვითხრობენ თავიანთ პირად ისტორიებს, მოგონებებს და აღწერენ მათი თვალით დანახულ წარსულში მომხდარ მოვლენებს.
აღნიშნული ბიოგრაფიული ინტერვიუები წარმოდგენილია აუდიოფაილების სახით, რომლებიც ჩაწერილია გერმანული ორგანიზაციის - ბერგჰოფის ფონდის Berghof Foundation მიერ, რომელიც მუშაობს მშვიდობის მშენებლობის მიმართულებით მსოფლიოს სხვადასხვა კონფლიქტურ რეგიონში, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში. აღნიშნული პროექტი ქართულ-აფხაზური სამშვიდობო დიალოგის ნაწილია, რომელიც ორივე საზოგადოებაში წარსულის გადააზრებას/გაანალიზებას შეეხება.
სადისკუსიო შეხვედრებში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ, შეავსოთ ონლაინ ფორმა...
წყარო: www.hr.ge