en
ge

განაცხადების მიღება – შავი ზღვის საზაფხულო უნივერსიტეტი 2019

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი; ევროპის საერთაშორისო სასწავლო ცენტრი (ნიცის უნივერსიტეტი)
  • დაწყების თარიღი: 06.06.2019
  • ბოლო ვადა: 10.06.2019
  • ბმული: 11145
შავი ზღვის საზაფხულო უნივერსიტეტში სწავლის მსურველთა განაცხადებების მიღება დაიწყო. ყოველწლიური პროგრამის ორგანიზატორები არიან საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი და ევროპის საერთაშორისო სასწავლო ცენტრი (ნიცის უნივერსიტეტი).
შავი ზღვის საზაფხულო უნივერსიტეტი სთავაზობს მაღალი დონის სასწავლო კურსს პოლიტიკის მეცნიერებების, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სხვა მონათესავე სფეროების სტუდენტებს. კურსი განსაზღვრულია ქართველი და საერთაშორისო სტუდენტებისთვის.
კურსის ძირითადი თემებია:
ნატო და ახალი გეოსტრატეგიული სიტუაცია შავის ზღვის რეგიონში;
სამხრეთ კავკასია: ეთნო-, გეო – და ბიოპოლიტიკური უსაფრთხოების წახნაგები  რეგიონში.  
ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები: პერსპექტივები და გამოწვევები;
შავი ზღვის რეგიონის გაყინული კონფლიქტები;
ბერლინის კედლის დაცემიდან 30 წლის შემდეგ: რა მოხდა არასწორად ევროპის უსაფრთხოებაში?
ევროკავშირის შავის ზღვის პოლიტიკა;
შავი ზღვის რეგიონის საზღვრისპირა და რეგიონული თანამშრომლობის აღდგენა:  გამოწვევები და პერსპექტივები;
საქართველო-თურქეთს შორის არსებული ურთიერთობა: პოლიტ-ეკონომიკური პერსპექტივა;
ენერგო უსაფრთხოება;
ევროპა კავკასიაში, კავკასია ევროპაში: რეგიონის მშენებლობის პერსპექტივები;
წყარო: gip.ge