en
ge

ანალიტიკური სტატიების კონკურსი

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) იწყებს ავტორთა შერჩევას, რომლებიც მოამზადებენ ანალიტიკურ სტატიებს მართლმსაჯულების სფეროში არსებულ აქტუალურ და კრიტიკულ საკითხებთან დაკავშირებით. 

სტატიების მომზადების მიზანია, გაძლიერდეს არგუმენტებზე დაფუძნებული მსჯელობა სასამართლო სისტემის შესახებ, ასევე მიმდინარე დისკუსიებში მყარად გამოიკვეთოს უფლებრივი განზომილებები და პერსპექტივები, გაჩნდეს ახალი ორიენტირები მართლმსაჯულების შემდგომი რეფორმირებისთვის. 

მომზადებული სტატიები გაერთიანდება და გამოიცემა ონლაინ კრებულში, რომლის პრეზენტაციაც 2020 წელს გაიმართება. 

წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი