en
ge

კურსი პრაქტიკოსი ექთნებისათვის

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო
  • დაწყების თარიღი: 09.07.2013
  • ბოლო ვადა: 25.07.2013
  • ბმული: http://www.osgf.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=48&info_id=3389
ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო" აცხადებს კონკურსს პრაქტიკოსი ექთნებისათვის, პალიატიური მზრუნველობის სფეროში კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსში მონაწილეობის მისაღებად.
პალიატიური მზრუნველობის განვითარება საქართველოში ფონდის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ფონდი აქტიურად აგრძელებს მუშაობას ინკურაბელური პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების, ტკივილის ეფექტური მართვის ადვოკატირების საკითხებზე. პედიატრიული პალიატიური მზრუნველობა საქართველოში განვითარების ეტაპზეა, ამდენად მნიშვნელოვანია კვალიფიციური კადრების მომზადება და გადამზადება. სწორედ ამ მიზნით ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო" აცხადებს კონკურსს პრაქტიკოსი ექთნებისათვის, საერთაშორისო პალიატიური მზრუნველობის კლინიკებში/ცენტრებში კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსში მონაწილეობის მისაღებად.
წყარო: osgf.ge