en
ge

მშენებლობაში დასაქმების ონლაინ ფორუმი

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია (ICCA), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, დასაქმებით დაინტერესებული სამშენებლო პროფესიული კვალიფიკაციის მქონე ადამიანებისთვის, ონლაინ ფორუმს მართავს. 

დასაქმების ფორუმი მიზნად სამშენებლო პროფესიული განათლების მქონე ან მიმდინარე პროგრამების სტუდენტებისა და დამსაქმებელი კომპანიების ერთმანეთთან დაკავშირებას ისახავს. 

სამშენებლო პროფესიული განათლების მქონე (იგულისხმება როგორც სადიპლომო, ასევე, მომზადება-გადამზადების პროგრამებიც) ან მიმდინარე პროგრამების სტუდენტებს, საშუალება მოგეცემათ, ონლაინ შეხვდეთ ქვეყანაში მოქმედ სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს და წარმოადგინოთ საკუთარი კანდიდატურა მათ კომპანიებში არსებულ ვაკანტურ პოზიციებზე. 

დასაქმების ფორუმი გაიმართება 17 მარტს. დამსაქმებელ კომპანიებთან გასაუბრების შესაძლებლობა გექნებათ თქვენთვის წინასწარ განსაზღვრულ დროს; ვებპლატფორმა Zoom-ის მეშვეობით, გასაუბრებები გაიმართება ვირტუალურ ოთახებში, სპეციალობების მიხედვით.

წყარო:jobs.ge