en
ge

ორთვიანი კურსი Microsoft Office პროგრამების შესახებ

მრავალფეროვნების ექო გიწვევთ უფასო ორთვიან კურსზე Microsoft Office პროგრამების შესახებ. კურსში შედის Word, Excel, Power Point პროგრამები. კურსს გაუძღვებიან მრავალფეროვნების ექოსა და საქართველოს ახალგაზრდა მკვლევარ-სიციოლოგთა ასოციაციის GYRSA წარმომადგენლები. 

კურსი ხელმისაწვდომია დევნილებისთვის, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრებ პირების, ეკო მიგრანტებისთვის, ლტოლვილების, თავშესაფრის მაძიებლებისთვისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებისთვის. ასაკი შეზღუდული არ არის. ჯგუფები შედგება ქართულ და ინგლისურ ენებზე. კურსი ჩატარდება ონლაინ. კურსის ბოლოს გაიცემა სერთიფიკატი. 

კურსი დაიწყება მას შემდეგ, რაც შედგება შესაბამისი რაოდენობის წევრებისგან შემდგარი ჯგუფები. ორგანიზაცია კურსის დაწყებამდე დაუკავშირდება თითოეულ აპლიკანტს და შეატყობინებს ზუსტ თარიღს. 

წყარო: გვერდი სოციალლურ ქსელში