en
ge

ტრენერთა ტრენინგი

"საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია" (GASW) აცხადებს ტრენერთა ტრენინგს პროექტის "შეზღუდული შესაძლებლობის ბიოფსიქოსოციალური შეფასება და სტატუსის განსაზღვრის სისტემა" ფარგლებში. პროექტის მხარდამჭერები არიან გაეროს ბავშვთა ფონდი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. პროექტი ხორციელდება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ფონდის დაფინანსებით პროექტის "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სოციალური დაცვის სისტემის ტრანსფორმაცია" ფარგლებში.

წყარო: Jobs.ge