en
ge

ტრენინგი კომუნიკაციებსა და მედიასთან ურთიერთობაში

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი
  • დაწყების თარიღი: 09.08.2013
  • ბოლო ვადა: 08.09.2013
  • ბმული: http://jobs.ge/61200/
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი იწვევს ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს ტრეინინგში მონაწილეობის მისაღებად, სახელწოდებით "კომუნიკაციები და მედიასთან ურთიერთობა". კონკურსი ცხადდება ევროკავშირისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში - "საქართველოში სურსათის უვნებლობის სფეროში განხორციელებულ რეფორმებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობა".

ტრეინინგის ხანგრძლივობაა 2 დღე და დაგეგმილია 2013 წ. 23-24 სექტემბერს, თბილისში.
ტრეინინგს ჩაატარებენ საერთაშორისო კომპანიის "Action Global Communication"-ის ტრენერები მირია ანტონიადუ და მაია ჩიტაია.
ტრეინინგი ჩატარდება ინგლისურ და ქართულ ენებზე. ორგანიზებული იქნება სინქრონული თარგმანი.

ტრეინინგი შეეხება შემდეგ ძირითად საკითხებს: კომუნიკაციის მთავარი ელემენტები, კომუნიკაციის ინსტრუმენტები, მედიასთან ურთიერთობის ძირითადი ასპექტები საქართველოში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით.

ტრეინინგში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ განაცხადი არაუგვიანეს 2013 წლის 8 სექტემბრისა. ტრეინინგის განაცხადი უნდა მოიცავდეს CV-ს და სამოტივაციო წერილს და უნდა გაიგზავნოს ელფოსტის მისამართზე: rjandieri@epfound.ge (ერთ PDF დოკუმენტად). ელფოსტის საგნის ველში გთხოვთ, მიუთითოთ "ტრეინინგი: კომუნიკაციები და მედიასთან ურთიერთობა".

რაიონებიდან მოწვეული მონაწილეების სატრანსპორტო და საცხოვრებელ ხარჯებს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი დაფარავს.

ტრეინინგში მონაწილეობის მისაღებად დაგეგმილია 11 განმცხადებლის შერჩევა. ფონდი უფლებას იტოვებს არ შეარჩიოს არც ერთი განმცხადებელი, იმ შემთხვევაში, თუკი წარმოდგენილი განაცხადებიდან სათანადოდ არც ერთი დააკმაყოფილებს შერჩევის კრიტერიუმებს.

მონაწილეთა შერჩევის კრიტერიუმები:

1. განმცხადებელი უნდა წარმოადგენდეს საქართველოში რეგისტრირებული მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციის წევრს, ან თანამშრომელს.
2. განმცხადებელი უნდა მუშაობდეს ისეთ თანამდებობაზე, რომელიც საშუალებას მისცემს ტრეინინგის დროს მიღებული ცოდნა და უნარები პრაქტიკაში გამოიყენოს.
3. უპირატესობად ჩაითვლება, თუკი ორგანიზაციას, რომელსაც განმცხადებელი წარმოადგენს, გააჩნია სურსათის უვნებლობის კუთხით საქმიანობის გამოცდილება.
4. უპირატესობად ჩაითვლება, თუკი განმცხადებელს უკვე გააჩნია სურსათის უვნებლობის კუთხით საქმიანობის გარკვეული კვალიფიკაცია და გამოცდილება.

თითო ორგანიზაციიდან ერთზე მეტი მონაწილის შერჩევა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი სხვა ორგანიზაციებიდან წარმოდგენილი კანდიდატურების შერჩევის შემდეგ თავისუფალი ადგილები დარჩა.

ფონდი ელის, რომ ტრეინინგისათვის შერჩეული კანდიდატები თავიდან ბოლომდე დაესწრებიან ტრეინინგს. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მოაცდენენ ადგილს, რომელსაც სხვა მსურველი დაიკავებდა.

განმცხადებლები ფონდისაგან წერილობით პასუხებს მიიღებენ არაუგვიანეს 2013 წლის 20 სექტემბრისა.

საკონტაქტო ინფორმაცია:

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ვახტანგ კობალაძეს, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის პროგრამის უფროს მენეჯერს.

ელფოსტა: vkobaladze@epfound.ge
ტელეფონი: 2 253942/43
წყარო: jobs.ge