en
ge

პროგრამა - ახალგაზრდები სოფლის მდგრადი განვითარებისთვის

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: ანტრეპრენერთა ასოციაცია
  • დაწყების თარიღი: 03.08.2021
  • ბოლო ვადა: 20.08.2021
  • ბმული: https://www.jobs.ge/ge/?view=jobs&id=318315

გსურთ შექმნათ და განავითაროთ თქვენი ინოვაციური სოციალური საწარმო და იმუშაოთ საერთაშორისო ახალგაზრდულ გუნდში ტრენერების და მენტორების დახმარებით? 

შესაძლებლობა გეძლევათ მონაწილეობა მიიღოთ სერთაშორისო აქსელერაციის პროგრამაში "ახალგაზრდები სოფლის მდგრადი განვითარებისათვის", რომელიც მიზნად ისახავს სოფელში მცხოვრები ახალგაზრდების მოტივაციას, წახალისებას და ახალ შესაძლებლობას, შექმნან ინოვაციური ეკო-სოციალური საწარმოები და მდგრადი თემები თანაბარი შესაძლებლობებით.

პროექტის ფარგლებში შეირჩევა 18-დან 35 წლამდე 15 ქართველი და 15 გერმანელი მონაწილე, რომლებიც მზად არიან შემოდგომა გაატარონ სოფლად ინოვაციურ სოციალური საწარმოების პროექტებზე სამუშაოდ. პროექტში მონაწილეობა უფასოა და ფარავს მგზავრობასთან, საცხოვრებელსა და კვებასთან დაკავშირებულ ხარჯებს.

წყარო: Jobs.ge