en
ge

„მწვანე ჯილდო“

კონსურში „მწვანე ჯილდო“ მონაწილეობის მისაღებად განცხადებების მიღება გრძელდება. 

კონკურსის მიზანი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში გარემოსდაცვითი საკითხების სწავლების ხელშეწყობა და აღმზრდელებისა და მეთოდისტების წახალისებაა.

მონაწილეობა შეუძლიათ საშუალო სკოლის დაწყებითი საფეხურის პედაგოგებსა და საბავშვო ბაღის აღმზრდელებს/მეთოდისტებს, რომლებიც დასაქმებულები არიან საგანმანათლებლო დაწესებულებებში; სასწავლო პროცესში ახორციელებენ გარემოსდაცვითი ან/და აგრარული თემების სწავლებას როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური განათლების მიმართულებით; ატარებენ აქტივობებს დამხმარე სახელმძღვანელოებიდან „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში” (საშუალო სკოლაში) და „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება”(საბავშვო ბაღში).

2021-2022 სასწავლო წლის საუკეთესო აღმზრდელის/მეთოდისტი და დაწყებითი საფეხურის (1-6 კლასი) მასწავლებელი გამოვლინდება გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს, 5 ივნისს.

წყარო: გვერდი სოციალურ ქსელში